მეწყერი დარიალის ხეობაში

შსს: გვირაბიდან 14, ხოლო დარიალის ხეობიდან 164 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად 164 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  დარიალჰესთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანების 2 მძღოლი გამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოქალაქეების, შსს-ს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების - სულ 150 ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად სულ მცირე 5 ადამიანი ითვლება.

კომენტარები