სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

კვირიკაშვილი: კონკრეტული თანამშრომლების წახალისებაში არალოგიკური არაფერია

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სოზარ სუბარმა ჩაიბარა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე და ამ საქმეს ძალიან წარმატებით გაართვა თავი. რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე რთული ველი ალბათ, რომელზეც სოზარ სუბარს მოუწია მუშაობა და ვთვლი, რომ მაგ სფეროში, შეიძლება ითქვას, სერიოზული გარდატეხა მოახდინა და ეს არის მინისტრის ძალიან დიდი დამსახურება... იქ, ქვემოთ მე ვერ გეტყვით, რამდენი გაიცა ის პრემია, როგორ იყო და რატომ გაიცა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ სისტემაში, სადაც სოზარ სუბარი არის ხელმძღვანელი, ბევრი კარგი რამ გაკეთდა და გადაწყვეტილებები თუ იქნება მიღებული კონკრეტული თანამშრომლების წახალისებაზე, ვფიქრობ, არალოგიკური ამაში არაფერი არ უნდა იყოს.

განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემული მაღალი პრემიების შესახებ.

კომენტარები