ფარული ჩანაწერები

ღვინიაშვილი: შსს ჩადენილი დანაშაულის გადასაფარად მორიგ სპექტაკლს გეგმავს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ღვინიაშვილის ინფორმაციით, გუშინ შსს-ში მოდულის შენობაში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, "სადაც მორიგი სპექტაკლი დაიგეგმა". მისი თქმით, "ნაშოვნია ძველი, ჩამოწერილი მოსასმენი აპარატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ინტენსიურად ყოფილ თანამშრომლებთან, რომ რომელიმემ აიღოს თავის თავზე და გაახმაუროს ხელისუფლების მიერ აკვიატებული იდეა, თითქოს ამ ქვეყანაში ოპოზიცია უსმენს ხელისუფლებას".

ღვინიაშვილის განცხადებით, ეს არის "შსს-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვისთვის მომზადებული სპექტაკლი".

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაანებოს ასეთი სპექტაკლების დადგმას თავი და ნუ ჩავარდება მძიმე მდგომარეობაში. ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებთანც ინტენსიური მუშობა მიდის, მოვუწოდებ, გამოიჩინონ სიმტკიცე, რადგან ამ სპექტაკლის მონაწილეები აუცილებლად დაისჯებიან", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები 10 მაისს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ.

კომენტარები