ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

თარჯიმანმა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის სიტყვები არასწორად თარგმნა

Jean-Marc Ayrault

საფრანგეთი-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ნათქვამი თარჯიმანმა არასწორად თარგმნა.

თარჯიმნის ვერსიით, ოლანდმა თქვა - "მრავალი წელია, განსაკუთრებით ბოლო ორი, საქართველომ ახალი აღმასვლა დაიწყო." აღნიშნული ნათქვამი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმაც გაავრცელა.

სწორი თარგმანით საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა - "ბოლო რამდენიმე წელია, მათ შორის, ბოლო 2 წელია, საქართველომ ახალი კურსი აიღო."

პრემიერის პრესსამსახური უზუსტობას არ ადასტურებს. მათი განცხადებით, თარჯიმანი ფრანგულმა მხარემ მოიწვია.

კომენტარები