წინასაარჩევნო გარემო

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან კომპიუტერები მოიპარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი გაქურდეს. ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოჩინეს, რომ ოფისიდან ორი ლეპტოპი და ორი პრინტერია წაღებული.

საკრებულოს ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ შტაბიდან სწორედ ის კომპიუტერები მოიპარეს, რომელშიც მნიშვნელოვან ინფორმაცია ინახებოდა, სხვა ნივთები კი, მათ შორის ძვირადღირებული ტელევიზორი - ადგილზეა.

ოფისში კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები