გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

EUMM გატაცებულთა სასწრაფო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

http://www.eumm.eu/

საჩხერეში საოკუპაციო ხაზთან მომხდარი გატაცებათა სერიის ფონზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ წინდახედულება და ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს.

მისიის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახების მთავარი შემოსავლის წყარო ჯონჯოლია.

”2 მაისის შემდეგ, როდესაც ჯონჯოლის შემგროვებელთა პირველი ჯგუფი დააკავეს, სადამკვირვებლო მისიამ 5 დაკავების შესახებ გააკეთა ჩანაწერი, შედეგად, ჯამში სოფლის 26 მცხოვრები დააკავეს.

ცხელი ხაზი, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ნაწილია, ახლაც მუშაობს, თუმცა, დღეისათვის 18 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.
მისია მოუწოდებს ჯონჯოლის შემგროვებელთა სასწრაფო გათავისუფლებისკენ”, - წერია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები