ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

ხვალ თბილისს ფრანსუა ოლანდი ეწვევა

Jean-Marc Ayrault

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხვალ თბილისს ეწვევა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართებ. ამის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან. ვიზიტის შედეგებს გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და დაესწრება ეკონომიკურ ფორუმს.

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრები მან უკვე გამართა.

კომენტარები