კრიზისი უკრაინაში

ნულანდი: ვცდილობთ, მოლდოვას და საქართველოს მხარი დავუჭიროთ წინა ხაზზე

topnews.in

ამერიკის შეერთებული შტატებში საგარეო ურთიერთობის კომიტეტის შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ცდილობს, საქართველოსა და მოლდოვას დაეხმაროს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას ფინანსური, ტექნიკური და არალეტალური თავდაცვის საშუალებებით, იმ პროცესში როდესაც მიმდინარეობს მზადება 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამერიკა მუშაობს, რომ უკრაინას ჰქონდეს მშვიდობიანი, დაცული, პროგნოზირებადი მომავალი. ასევე ამერიკა ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ დიპლომატიურმა დეესკალაციის პროცესმა რუსეთს შეაცვლევინოს კურსი და გაატაროს 17 აპრილის ჟენევის ვალდებულებები. ჩვენ ასევე ვუწესებთ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მიერ ყირიმისა ოკუპაციის, ანექსიის და მის მიერ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი დესტაბილიზაციის გამო. ასევე ვცდილობთ, უზრუნველვყოთ NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოება და მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს წინა ხაზზე, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო", - თქვა მერკელმა.

კომენტარები