ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, NDI-სთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში, ცალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია", ამიტომაც ის დადებითად ვერ შეაფასებს NDI-ის კვლევებს.
"მე ვფიქრობ, ეს დიდწილად დამსახურებაა მისი ადგილობრივი ხელმძღვანელის, ბატონი ლუის ნავაროსი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი კვლევები იდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, 12%-იანი ქართული ოცნების რეიტინგები იმ დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ქართულმა ოცნებამ რეალურად 65% აიღო. ამიტომ მე დადებით შეფასებას ვერ მივცემ NDI-ის კვლევებს, რადგან ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა ბოლო წლების განმავლობაში, ცალსახად ჩანს, რომ ტენდენციურია", - თქვა კალაძემ.
NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერობის არჩევნებზე დავით ნარმანიას სასარგებლოდ პირველ არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს, მეორე არჩევანს - 5%. საარჩევნო ბარიერი თბილისის არჩევნებზე კი 51%-ია.




