NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 39% თბილისის მერად დავით ნარმანიას ისურვებდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური რეიტინგების შესახებ აქვეყნებს.

კითხვაზე - ვის ისურვებდით ყველაზე მეტად მერად? - გამოკითხულთა 39% პასუხობს დავით ნარმანიას, ნიკოლოზ მელიას 10%, ქდმ/დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს - 9%.

ხვალ რომ ტარდებოდეს თვითმმართველობის არჩევნები, საკრებულოს არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს ხმას 48% მისცემდა, ნაციონალურ მოძრაობას - 12%.

ხოლო ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა გამოკითხულთა 60%, არ მიიღებდა - 40%.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები