ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში

2016 წელს თბილისი მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის კონგრესზე 2016 წელს გასამართი მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის ვინაობა გაირკვა.

შეჯიბრება ისტორიაში პირველად ჩატარდება და დღევანდელი გადაწყვეტილებით, მას თბილისი უმასპინძლებს. ქართულ მხარეს კონკურენციას იტალია უწევდა, მაგრამ დელეგატებმა არჩევანი თბილისზე შეაჩერეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქში წელს მძლეოსნობაში გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, ხოლო 2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

კომენტარები