პრორუსი აქტივისტი ოდესაში

Reuters

ოდესაში მომხდარი მოვლენების გამო უკრაინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში პროფკავშირების შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებს 170-ზე მეტმა დაშავებულმა მიმართა. სამართალდამცველებმა 160-მდე პირი დააკავეს. ოდესაში პროფკავშირების სახლს ცეცხლი ანტიმაიდნისა და მაიდნის აქტივისტთა დაპირისპირების შედეგად გაუჩნდა. პრორუსი მომიტინგეები შენობაში  ჩაკეტილები აღმოჩნდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. მანამდე ოდესაში შეტაკებები ტაძრის მოედანზე დაიწყო და კულიკოვოს ველზე გადაინაცვლა, სადაც უკრაინის ერთიანობის მომხრეებმა სეპარატისტების კარვები დაშალეს, შემდეგ კი პრორუსმა აქტივისტებმა თავი პროფკავშირების შენობას შეაფარეს.

ფოტოზე პრორუსი აქტივისტი კიევის ხელისუფლების მხარდამჭერებს ესვრის.

კომენტარები