ეს შენ გეხება

ლომჯარია ღარიბაშვილის განცხადებაზე: ასე პუტინი საუბრობს

როდესაც დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღი ფენის წარმომადგენლებზე - არასამთავრობო სექტორზე, მე ვფიქრობ, სწორედ ესაა ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი განცხადება. რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფო მეთაურების რიტორიკა, ასე საუბრობს პუტინი დღეს, ასე საუბრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და ძალიან სამწუხაროა, რომ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერისგან ვისმენთ იგივე რიტორიკას, რასაც შავბნელი ძალები საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

ასე გამოეხმაურა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია, ინტერპრესნიუსთან საუბარში, პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული კამპანია - ”ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” - რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმართავენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელი საქმიანობაა

კომენტარები