ბრუკინგსის ცენტრი

რუბინი: უკრაინელების საპირისპიროდ სიტუაციის წარმართვას, მოქმედება მოჰყვება

State Gov

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა ვაშინგტონში, ბრუკინგსის ცენტრში უკრაინის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, სიტუაცია წარმართვას უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საპირისპიროდ, საპასუხო მოქმედება მოჰყვება.

”თუ მოხდება სიტუაციის ესკალაცია და წავა იმ მიმართულებით, რომელიც უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ნებას არ გამოხატავს, თუ ვნახავთ ხალხის მიმართ ძალადობას და კანონდარღვევებს, გატაცებასა და მძევლად აყვანას, საპასუხო მოქმედება იქნება. გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები”, - აღნიშნა რუბინმა.

რუბინთან ერთად, ბრუკინგსის ცენტრში მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ ამერიკაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ელჩები. ამერიკაში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის შეფასებით, საქართველოში რუსეთის აგრესიაზე პასუხი მსოფლიოს მხრიდან იყო არაადეკვატური.

”საქართველოში რუსეთის აგრესიაზე პასუხი იყო არაადეკვატური. ევროკავშირის სანქციები გაგრძელდა მხოლოდ 2 თვე. შეიზღუდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სტრატეგიული დიალოგი. ჩაიშალა ევროკავშირი-რუსეთის სამიტი. შობის დადგომამდე კი ყველაფერი განახლდა. NATO-მაც ასევე შეაჩერა რუსეთთან NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა, მაგრამ შობამდე ესეც თავის საქმიანობას დაუბრუნდა. ახალი წლის შემდეგ კი რუსეთს გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერა შესთავაზეს, რაც არასწორი სიგნალი იყო”, - თქვა გეგეშიძემ.

კომენტარები