თეორემა

პრემიერის პოლიტიკური კულტურა და დემოკრატიის ხარისხი

2013 წელი, 25 აპრილი, დალასი.

შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა. ბარაკ ობამა ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა - "საერთოდ მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ დახრჩობის მეთოდით ადამიანებს, როგორ დახოცეს ხალხი ავღანეთსა და ერაყში, როგორ მოგვახვიეს თავს გუანტანამო, როგორ შეურაცხყვეს ადამიანები აბუგრეიბში და ასე შემდეგ".

სინამდვილეში 2014 წელია, 23 აპრილი, თბილისი - მთავრობის სხდომა.

წინა დღეს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა გახსნა. ობამას რაც მივაწერე, დაახლოებით იმ შინაარსის ტექსტით საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ამ მოვლენას.

ცალკე საკითხია რატომ ჰგონია პრემიერ ღარიბაშვილს, რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში მისივე დაწერილი წიგნები უნდა იდოს. რაც შეეხება პრეზიდენტ ბუშს, მისი ბიბლიოთეკის გახსნას ყველა ცოცხალი ექსპრეზიდენტი დაესწრო. მისმა პოლიტიკურმა ოპონენტმა, ბარაკ ობამამ ამ დღეს ისტორიული უწოდა და წინამორბედს მადლობა გადაუხადა.

გადაცემის სტუმრები: კახა ბენდუქიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ნიკა გვარამია, გია ნოდია.

კომენტარები