წინასაარჩევნო კამპანია

დემოკრატიულმა მოძრაობამ ცესკოს მხარდამჭერთა სიები წარუდგინა

დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ და პარტიის წევრებმა ცესკოს მხარდამჭერთა სიები წარუდგინეს.
გიგლა ბარამიძის თქმით, მათ კანონმდებლობით განსაზღვრულზე რამდენიმე ათასით მეტი ხელმოწერა წარადგინეს.

"სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს იმავე პოლიტიკას, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა - ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არჩევნებში მაქსიმალურად დიდი წინაღობები გვქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ოპოზიციურ პარტიას საქართველოში, მაინც არ მოგვენიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი წარმატების იმედი გვაქვს. დღეს საღამოს, 21:00 საათზე, ძველ თბილისში კოალიცია ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ წინასაარჩევნო კამპანიას და თბილისელებს წარვუდგენთ მერობის კანდიდატს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ნამდვილ თბილისელს - დიმიტრი ლორთქიფანიძეს", - განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები