რუსეთი-უკრაინა

ლავროვი: თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, პასუხს გავცემთ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებზე შეტევა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტევას ნიშნავს. ამის შესახებ მან Russia Today-სთან ინტერვიუში თქვა.

”თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, პასუხს გავცემთ. თუ ჩვენი ლეგიტიმური ინტერსები, რუსების ინტერესები პირდაპირი შეტევის ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში, სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. შეტევა რუსეთის მოქალაქეებზე არის შეტევა რუსეთს ფედერაციის წინააღმდეგ”, - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განმარტებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარები წვრთნებს ატარებენ და ისინი საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

კომენტარები