აღდგომის დღესასწაული

პრეზიდენტი: აღდგომა ჩვენთვის უბრალოდ ისტორიულ სხდომილებაზე მეტია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქრისტიან მოსახლეობას აღდგომას ულოცავს და აღნიშნავს, რომ "ჩვენთვის ეს დღესასწაული ისტორიულ ხდომილებაზე მეტია".

"გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - უდიდესს ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს დღე გამორჩეული და განსაკუთრებულია. მაცხოვარი ამქვეყნიურ სისუსტეს ამარცხებს სიყვარულითა და სინათლით. ეს ნათელი ცხადყოფს, რომ სიყვარულია ყველაზე აღმატებული ამქვეყნიური ძალა, რომ სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ამიტომ არის აღდგომა ჩვენთვის უბრალოდ ისტორიულ სხდომილებაზე მეტი, ჩვენს ინდივიდუალურ შინაგან რეალობაში ამ დღის ხელახალი განცდით ვამარცხებთ ბოროტს და სიცოცხლისკენ, განახლებისკენ, სიკეთისა და სიყვარულისკენ მივმართავთ საკუთარ თავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს" - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები