რეგულაციები

ახალი საფოსტო რეგულაციები ბაზრის მონოპოლიზაციის საფრთხეს ქმნის

საქართველოში უნივერსალური საფოსტო მომსახურების ამოქმედება იგეგმება. რეგულაციების მიხედვით, 20 წლის ვადით, ინიშნება საფოსტო კავშირის ეროვნული ოპერატორი, რომელიც 0-დან 2,5 კგ-მდე დოკუმენტების და 30 კგ-მდე ამანათების გადაზიდვის ექსკლუზიურ უფლებას იძენს. ამ ტიპის გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი ოპერატორების საქმიანობის და შესაბამისად შემოსავლების 60-დან 85% შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მითითებული დოკუმენტებისა და გზავნილების ექსპრეს-გადაზიდვა და დამატებითი მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლება მისივე დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს ფოსტას ენიჭება. ახალი კანონპროექტი სწორედ ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა.

კომენტარები