ხელისუფლებაში დაპირისპირება სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. მომხრეები ამას მმართველი ძალის კოალიციური ბუნებით ხსნიან და განსხვავებებს ლოგიკურად თვლიან.
ოპონენტები ქართულ ოცნებაში წინააღმდეგობების გამწვავებას მზარდი კრიზისის გამოხატულებად მიიჩნევენ და მიზეზად ხელისუფლების უუნარობას ასახელებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან რომ ქართულ ოცნებას არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს გაზრდილ უმუშევრობას, კრიმინალს, მომატებულ რუსულ საფრთხეს და შემცირებულ დასავლურ მხარდაჭერას, პასუხისმგებლობის აღებას ყველა გაურბის, ეს ვითარება კი ისე, როგორც შევარდნაძის დროს, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ურთიერთგადაბრალებისა და კულუარული ინტრიგებისთვის.
პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტი თავად პირველმა მოქალაქემ დაადასტურა.
პრესაში ჟონავს სპეკულაციები პრემიერსა და ეგრედ წოდებულ "პროდასავლურ დაჯგუფებას" შორის დაპირისპირებაზე - რასაც შესაძლოა არჩევნების შემდეგ ზოგიერთი "პროდასავლელი" მინისტრის გადადგომა მოყვეს.
რა დაჯგუფებებია ქართულ ოცნებაში და რა ურთიერთობაა მათ შორის - ეს იქნება თეორემას პირველ სტუმართან, გივი თარგამაძესთან საუბრის მთავარი თემა.




