თარგამაძე: მას ნამდვილი გრძნობით მხოლოდ ზვიგენი უყვარს

დღეს, საკუთარ დაბადების დღეზე ვანო მერაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის ოფისში უნდა დაერეკა და თანაპარტიელებს გასაუბრებოდა. ეს მისი კანონიერი უფლებაა. ციხის ადმინისტრაციასთან სატელეფონო ზარის დროც შეთანხმებული იყო. პატარა ადამიანებმა იმის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ ეთქვათ: ციხის ტელეფონი გაფუჭდა და არ ვიცით, როდის გაკეთდებაო. ისიც კი ვიხუმრეთ, მობილური აქვს ყველა პატიმარს, ხალხი ეთერში რეკავს და ვინმესგან ითხოვეთ თქო. მოკლედ, ვანოს რაც უნდოდა, ისედაც გადმოგვცა, ჩვენ რაც გვინდოდ, გადავეცით, მისი ხმა გვახსოვს, ის ამ ზარს საკუთარ ოჯახთან სასაუბროდ გამოიყენებს და ამათ თავისი იკითხონ.

სანამ ამ გაწამაწიაში იყვნენ, ჰაკიმ-ფაშას ერთგული ვეზირი, დიდი თამაზ-ხანის დისწული ჯანყარაშვილი ლაღად მოასრიალეს და დარჩა ჰაკიმი მთავარი საყრდენის გარეშე. დიდი ზეიმი იქნება დღეს ბერა-უჩა მამაცაშვილ-კალაძე-ფარცხალაძის კარავში. ფაშა დააკოჭლეს! მორალიც მარტივია: ერთია პრემიერის სიმამრის დისშვილობა, მაგრამ სულ სხვაა დეიდაშვილის, ვაჟის, ვაჟის პროდიუსერის და მისი სიძის მიმართ სიყვარული. ო, ძალზედ ცოტა ხნით, მაგრამ ამჟამად უკიდეგანოდ გაბლატავებულო ფარცხალაძევ! აჰა ბურთი და მოედანი! მაგრამ მოემზადე, შენი დაცემა კიდევ უფრო პომპეზური იქნება, ვიდრე აღზევება, რადგან ნამდვილი გრძნობით მხოლოდ ზვიგენი უყვარს მას!

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.

კომენტარები