არეულობა უკრაინაში

ეშტონი რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

midnimo.com

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეშფოთებას გამოთქვამს და უკრაინის ხელისუფლების თავშეკავებულ პოზიციას მხარს უჭერს.

ეშტონის თქმით, ეუთოს მონიტორინგის მისია თამაშობს და კვლავაც უნდა გააგრძელოს გადამწყვეტი როლის თამაში აქტიური დაკვირვების კუთხითა და მოხსენებით იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რათა მომავალი დეესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.

"სერიოზულად ვარ შეშფოთებული მოქმედებების ტალღით, რომელსაც შეიარაღებული პირები და სეპარატისტული ჯგუფები ახორციელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში და რომლებმაც დაიკავეს შსს-ს შენობა და განყოფილებები სლავიანსკში", – აღნიშნა ეშტონმა.

ეშტონის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას იმის გამო, რომ თავშეკავებულად მოქმედებენ სახელმწიფოს ავტორიტეტისთვის წესრიგის დასამყარებლად. ამასთან, უმაღლესი კომისარი მოუწოდებს რუსეთს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

 

კომენტარები