სლავიანსკში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. ავაკოვი აღნიშნავს, რომ ოპერაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული ცენტრი ხელმძღვანელობს. „ყველა ძალოვანი სტრუქტურა ჩართულია. ღმერთი თქვენსკენ!" - წერს ავაკოვი.
შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ სლავიანსკში მილიციის შენობა 12 აპრილს დილით დაიკავეს.