თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანიასა და ამერიკელ კონგრესმენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიასა და ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მინისტრმა კონგრესმენს ქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"სამშაბათს კონგრესმენმა აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს მომავალ სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას, რისთვისაც ირაკლი ალასანიამ მაიკლ ტერნერს პირადად გადაუხადა მადლობა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს", -  აცხადებს თავდაცვის სამინისტროს, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

კომენტარები