ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტი შეიქმნება

საქართველოში წლის ბოლომდე ახალი საფინანსო ინსტიტუტი შეიქმნება და ამოქმედდება, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო-საინვესტიციო ფონდებს გააერთიანებს. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის მას ბანკი ერქმევა თუ ფონდი.თუმცა, ცნობილია, რომ ის არსებულ კომერციულ საბანკო სისტემასთან არ გადაიკვეთება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძისთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი ახალი, განვითარების ბანკის შექმნა, თუკი ის იმავე მიზნებს მოემსახურება, რაც საპარტნიორო ფონდს ჰქონდა. ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე კი ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის იდეას მიესალმება. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელია ახალი ბანკის შექმნამ კერძო ბანკების საქმიანობა არ გადაფაროს.

კომენტარები