უეფას ევროპა ლიგა

ევროპა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ

uefa.com

დღეს, უეფას შტაბბინაში ნიონში, ევროპა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული გუნდები დაწყვილდნენ.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ სევილია ვალენსიას შეხვდება, ხოლო იუვენტუსი ბენფიკას დაუპირისპირდება.

პირველი ნახევარფინალური მატჩები 24 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები - 1 მაისს.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის ფინალური მატჩი 14 მაისს, ტურინში გაიმართება.

კომენტარები