პასუხი ნაციონალურ მოძრაობას

ნარმანია: სამინისტრომ 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების პროექტები შეასრულა

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს ჩვენმა სამინისტრომ 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების პროექტები შეასრულა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში - 2012 წელს“, - ასე პასუხობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შეჩერებული პროექტების შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს.

ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ სამინისტრო ყველა პროექტს წარმატებით ახორციელებს, მათ შორის ბევრი ისეთი პროექტია დაწყებული, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გათვალისწინებული არ იყო. ამასთან, როგორც ნარმანია ამბობს, ბევრ პროექტში, რომელიც სამინისტრომ წინა მმართველობისგან გადმოიბარა, ხარვეზებია აღმოჩენილი, მათ შორის, თელავში, წყალტუბოსა და სხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარე  პროექტებში. „ამ კომპანიებთან ურთიერთობის გაწყვეტა და ხელახალი სატენდერო პროცედურების გავლა მოგვიწია“, - აღნიშნავს ნარმანია.  

კომენტარები