რუსული თვითმფრინავი

ზალკალიანი: რუსული თვითმფრინავის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაცნობებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული თვითმფრინავის გადმოფრენის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

„აუცილებლად შევისწავლით, თვითმფრინავი სად, რა გარემოებებში გადმოფრინდა. ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებთ. ამასთან, ინფორმაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და შეხვედრებში მონაწილე ყველა დელეგაციას მივაწვდით“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის თავზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დღეს რუსული თვითმფრინავის მაშინ გამოჩნდა, როდესაც სოფელში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას იწყებდა. თვითმფრინავი მალევე გაუჩინარდა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სოფლის თავზე დაფრინავდა.

კომენტარები