9 აპრილის მემორიალი

ნიკა მელიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები მემორიალთან არ უშვებდნენ

ნიკა მელია
epn.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მემორიალთან მელიას გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა. ვითარების განმუხტვაში სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების განცხადებით,  ნიკა მელიას და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს უფლება არ აქვთ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ. მათი თქმით, თბილისისთვის მელია არაფერს  არ წარმოადგენს და ის რიგითი კრიმინალია.

თავად მერობის კანდიდატისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა პროტესტი.

"სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჩემთვის გაუგებარ რამეს აპროტესტებს იმ დღეს, როცა, ტრადიციულად, მთელი ერი ერთიანდება და პატივს მიაგებს დაღუპულ მამულიშვილებს", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები