1989 წლის 9 აპრილი

ფანჯიკიძე 9 აპრილზე: იმედს გამოვთქვამ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება

radiotavisupleba.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა მაია ფანჯიკიძემ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგორდთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. მინისტრმა 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღევანდელ დღეს დაემთხვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა საქართველოში. მე ვისარგებლე შემთხვევით და მასთან ერთად მოვედი, რომ პატივი მიმეგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის. 9 აპრილის ღამის ტრაგიკული მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს და მიმაჩნია, რომ ეს იყო საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე, საიდანაც რეალურად დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, არ დაგვავიწყდეს მათი სახელები და ყოველ წელს პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ამავე დროს, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და საქართველო მოახერხებს მშვიდობიანად მიაღწიოს თავის მიზნებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები