NATO-ში ინტეგრაცია

პეტრიაშვილი: საქართველო MAP-ის გარდა სხვა ალტერნეტივების შესახებაც მუშაობს

"საქართველო MAP-ის გარდა სხვა ალტერნატივების შესახებაც მუშაობს, ეს NATO-ელ პარტნიორებთან ერთად ხდება“, - თქვა ტაბულას ეთერში, თოქშოუ ფოკუსში სტუმრობისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილმა NATO-საქართველოს კომისიისა და წლიური ეროვნული პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც მინისტრის შეფასებით, თავისი დატვირთვით, პოლიტიკური ელემენტის გამოკლებით გაწევრიანების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

„წლების განმავლობაში, დიდ გაფართოებამდე, როდესაც MAP-ი საერთოდ არ არსებობდა, ქვეყნები NATO-ში წევრიანდებოდნენ. მათთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა სავალდებულო სულაც არ იყო“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. 

კომენტარები