თეორემა

პანორამა თბილისი

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა „თანაინვესტირების ფონდმა", პირველი დიდი პროექტის დაფინანსების შესახებ განაცხადა.

„პანორამა თბილისი" ოთხი ახალი მრავალფუქციური კომპლექსის: სოლოლაკის მაღლობის, სოლოლაკის ბაღების, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედნების განვითარებას და ერთ სივრცედ გაერთიანებას გულისხობს - ისინი ერთმანეთს დახრილი ლიფტებითა და საბაგირო გზებით დაუკავშირდებიან. „თანაინვესტირების ფონდი" არ მალავს, რომ მიწების დიდი ნაწილი, რომელზეც „პანორამა თბილისი" უნდა განვითარდეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ „თანაინვესტირების ფონდი" ივანიშვილისგან ამ მიწებს გამოისყიდის.

ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორების და ურბანისტების ნაწილი მიიჩევს, რომ პანორამა თბილისი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უხეში ჩარევა და წინა ხელისუფლების პრაქტიკის გაგრძელებაა იმ ფონზე, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის ხიდისა და რიყის საკონცერტო დარბაზის დანგრევით იმუქრებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილს იწვევს პროექტის ფინანსური გამჭვირვალობაც.

სტუმრები: ვატო ლეჟავა, თამარ ამაშუკელი, ირაკლი მურღულია.

კომენტარები