უსუფაშვილი ვილნიუსში

უსუფაშვილი: NATO-ს გარეშე საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს

David Usupashvili Official

"NATO-ს გარეშე, საქართველო შესაძლოა, მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე. ინფორმაცია, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში დავით უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლაზე, პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"2008 წლის აპრილში, NATO-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო NATO-სკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მზადაა, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. 

"მე ვხედავ მზაობას თქვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში მეტი ენთუზიაზმით დავბრუნდები, რომ გამოსავალი მოიძებნება, საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გახდება NATO-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება რუსეთიც. სწორედ ესაა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა", - თქვა უსუფაშვილმა.

კომენტარები