გერმანიაში ვიზიტი

საქართველოს მთავრობა: ანგელა მერკელმა ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში მიიწვია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას ეწვევა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში შედგება.

"ეს არის ანგელა მერკელის მიერ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების პირველი მიწვევა გერმანიაში. გერმანიისა და საქართველოს მთავრობის მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. მოლაპარაკების ფარგლებში განიხილება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. ანგელა მერკელის მიწვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ, რომელიც არაუგვიანეს ივნისისა გაიმართება", - აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.

კომენტარები