უნგრეთი

უნგრეთში ვიქტორ ორბანის პარტიამ გაიმარჯვა

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში მიქმედი პრემიერმინისტრის მემარჯვენე პარტია Fidesz-მა გაიმარჯვა. მმართველმა პარტიამ ხმათა 66 პროცენტზე მეტი მიიღო და საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა. მისმა მეტოქეებმა - მემარცხენე ლიბერალურმა ბლოკმა - 19 პროცენტი, მემარჯვენე რადიკალურმა პარტიამ უნგრეთის მომავლისთვის - 12 პროცენტი, მწვანეებმა - 2,5 პროცენტი მოიპოვეს.
Fidesz-მა ასევე მაჟორიტარული ოლქების უდიდეს უმრავლესობაში გაიმარჯვა.

როგორც არჩევნების შედეგების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, მისი პარტია ევროპაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. მისი განცხადებით, ამომრჩევლებმა უთხრეს „არა" სიძულვილსა და ევროკავშირიდან გასვლას. „მათ დაადასტურეს, რომ უნგრეთის ადგილი ევროკავშირშია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ძლიერი ეროვნული ხელსუფლება ეყოლება", - განაცხადა ორბანმა.

გასულ წლებში ვიქტორ ორბანის მთავრობის მიმართ არაერთი კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

კომენტარები