უკრაინის კრიზისი

აშშ ევროპაში დამატებითი ბრიგადის განლაგებას განიხილავს

www.donthatemiami.com

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით აშშ ევროპაში დამატებითი ბრიგადის განლაგებას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.

მისი თქმით, NATO-მ ევროპაში ალიანსის ძალების სარდალს შექმნილ სიტუაციაში შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობების შესწავლა სთხოვა. ამ ზომების ნაწილი, ჰეიგელის თქმით, შესაძლოა ევროპაში 5 ათასი სამხედროსგან შემდგარი ბრიგადის განლაგება გახდეს. ჰეიგელმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების კონცენტრაციის თვალსაზრისით რაიმე ცვლილებები არ დაფიქსირებულა და ცნობები ჯარების გაყვანის დაწყების შესახებ არ დასტურდება.

კომენტარები