ავღანეთში დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. მიუხედავად თალიბანის მუქარისა, რომელმაც პირობა დადო, არჩევნების ჩატარებას ხელს შეუშლიდა, საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა აქტივობა არ წყდება. ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. დღევანდელი არჩევნებით, ავღანეთში ძალაუფლების პირველი დემოკრატიული გადაბარება მოხდება. ფოტოზე ავღანელი ქალი ჯალალაბადში, ქაბულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საარჩევნო უბანზე ხმას აფიქსირებს.





