მკვლელობა ავღანეთში

ავღანეთში Associated Press-ის ჟურნალისტი მოკლეს

bbc.co.uk

Associated Press-ის ორ ჟურნალისტს აღმოსავლეთ ავღანეთში პოლიციელმა ესროლა. შედეგად, ერთი - ანია ნიდრინგჰაუსი გარდაიცვალა. მისი კოლეგა, ქეთი განონი კი დაიჭრა. მისი მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

ჟურნალისტებს ხოსტის პროვინციაში სხვებთან ერთად ბიულეტენები მიჰქონდათ. თვითმხილველის თქმით, პოლიციელმა ჟურნალისტებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც საკუთარ კოლონას ელოდებოდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა ავღანეთის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წინ უსაფრთხოების გაძლიერებას მოჰყვა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, შემთხვევას სრულად გამოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც ხვალ, 5 აპრილს, გაიმართება. არჩევნებში 11 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ხმის მიცემის უფლება მოსახლეობის 42%-ს, 12 მილიონ ადამიანს აქვს.

 

კომენტარები