საქართველოს საგარეო პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენი პასუხისმგებლობაა პროვოკაციებზე არ წამოგება

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, "ტაბულას" გადაცემაში "ფოკუსი", რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა არ მისცეს საფუძველი რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველო ჩათრეული იქნას რაიმე სახის პროვოკაციაში.

"ჩვენ ყველა გამოწვევისთვის მზადა ვართ, ყველა გამოწვევა არის სერიოზული განსჯის და შესწავლის საგანი. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით შექმნილ სიტუაციას და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა რაც არის, ანუ იმ პროვოკაციებზე არ წამოგება და საპასუხო ქმედებებისგან თავის შეკავება ეს იქნება უმთავრესი ჩვენთვის გამოწვევა და რა თქმა უნდა ამაში ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების. ანუ ჩვენ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით და ამ პროვოკაციებზე არ წამოგებით, უნდა დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში, რომ დაგვეხმარონ ჩვენ. მე ვთქვი, რომ დღევანდელი რუსეთის, შემდგომი ნაბიჯების წინასწარ განსჭვრეტა ძალიან რთულია, ვინაიდან ის რაც განახორციელეს მათ ყირიმთა მიმართებაში, ჩვენი პარტნიორების უმრავლესობა არ ელოდა ამას და მათთვის წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ მსგავსი სახის  პროცესები განვითარდებოდა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს მიმართ...  თუმცა ჩვენ ყველა გეგმაზე, ყველა შესაძლო ნაბიჯზე ვმსჯელობთ. გვაქვს მომზადებული ის სამოქმედო გეგმა, რაც უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ ესეთი ნაბიჯი იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიქნებით თანმიმდევრული და არანაირ საფუძველს არ მივცემთ რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველო იყოს ჩათრეული ნებისმიერი სახის პროვოკაციაში", - 

ზალკალიანმა, ასევე უპასუხა გადაცემის წამყვანის, სალომე უგულავას შეკითხვას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობების გამარტივებული წესით გაცემასთან დაკავშირებით. ზალკალიანის თქმით, მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუმცა წინასწარი მონაცემებით ამას არ აქვს დიდი მასშტაბები. 

"მეც ბუნებრივია შევიტყვე, მედიაში გავრცელდა მსგავსი სახის ინფორმაცია, მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება, მოგეხსენებათ თქვენ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს,ამიტომ ამ გადამოწმებით სხვა დიპლომატიური საშუალებები ავამოქმედეთ უკვე, ეს მექანიზმი ჩართული არის. მე უახლოეს დღეებში მექნება ალბათ შესაძლებლობა, რომ უკვე გადამოწმებული ინფორმაცია მქონდეს თუ რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, თუმცა წინასწარი მონაცემებით,  გადაჭარბებული არის ეს განცხადებები. რიგები, როგორც წესი ჩვეულებრივი არის რუსეთის ფედერაციის, ანუ ინტერესთა სექციის შენობასთან, იქ სხვადასხვა სახის საკონსულო მოქმედებები ხორციელდება, არის ვიზების გაცემა, ლეგალიზაცია და ა.შ. ამიტომ ძნელი განსასაზღვია იქ რიგში მდგომი ადამიანი, რომელი ელოდება, შესაძლებელია იყოს ისეთი ერთი-ორი შემთხევევა, რომ მოქალაქეს უნდოდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის აღება, მაგრამ მასშტაბურობა ამას არა აქვს, შეიძლება ერთი-ორი შემთხვევა იყოს, მაგრამ რადგან ეს ინფორმაცია გაჩნდა ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

 

კომენტარები