საუბარი რელიგიაზე

ჯოჯოხეთში გაგზავნილი უნათლავი ბავშვები

როგორია დედის მუცელში გარდაცვლილი ან უკვე დაბადებული, მოუნათლავი ბავშვების იმქვეყნიური ხვედრი. ათიათასობით გარდაცვლილი ბავშვის მშობელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურთა დიდი ნაწილი უცხადებს, რომ მათი შვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ ინტაჯებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ მონათლულან.

რა ქვია იმ ღმერთს, რომელიც მზად არის უდანაშაულო ჩვილები ჯოჯოხეთის ცეცხლს მისცეს და რა ქვია იმ მღვდელს, რომელიც ასეთ ღმერთს ქადაგებს. არის კი ეს ღმერთი, ის ღმერთი, რომელიც 2000 წლის წინ ავაზაკთან ერთად აცვეს ჯვარს და რომელმაც სასუფევლის კარები პირველს სწორედ მონანულ, მოუნათლავ ავაზაკს გაუღო?

უნათლავ ყრმათა ცხონების საკითხზე, ტაბულას მართლმადიდებელი თეოლოგი, დავით თინიკაშვილი ესაუბრება.

კომენტარები