კონფერენცია ქორთიარდ მარიოტში

პეტრიაშვილი: რუსეთი ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეზობელია

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ”მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ის ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეზობელია”. ქორთიარდ მარიოტში სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მონაწილეობით მიმდინარე კონფერენცია "ვილნიუსიდან რიგამდე - საქართველოს ვალდებულები და გამოწვევები" გაიმართა.

"საქართველოში ოჯახები დაზარალდნენ ამის გამო. საქართველოს მთავრობა ძალღონეს არ იშურებს, რომ დაეხმაროს თავის მოქალაქეებს პრობლემების გადაჭრაში, მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაცია. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ პროვოკაციისა, ჩვენ ვცდილობთ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა მოხდეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან ის ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეზობელია და რათა კვლავ არ მოვხვდეთ პროვოკაციის მახეში. არ არის საიდუმლო არავისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ სწორედაც ვერ მოახერხა ამ მახეში თავი არ შეეყო და ეს პროვოკაცია თავიდან აეცდინა. ეს ვერ მოხერხდა და, ფაქტობრივად, რუსეთის ლიდერებმა რაც დაგეგმეს, ის გააკეთეს", - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა 2008 წლის მოვლენებზე საუბრისას.

კომენტარები