პრეზიდენტის სტიპენდია

გიორგი მარგველაშვილმა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დააარსა

Giorgi Margvelashvili Official

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დააარსა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა.

”მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად დავაარსო ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა. ამ ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი, მისი ღვაწლის დაფასება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა”, - წერია გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები