დაკითხვაზე სააკაშვილის დაბარება

მარგველაშვილი: skype-თი დაკითხვის საკითხმა საფრთხის შესახებ კითხვები მოხსნა

„განსაკურებით skype-თი დაკითხვის მოთხოვნაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული პასუხი ჩემთვის უსიამოვნო იყო,“ - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თოქ-შოუ პოზიციის ეთერში.

„ის, რომ პირი, რომელიც ორი ვადის განმავლობაში იყო პრეზიდენტი, სახელმწიფო ინსტიტუტებს ღიად შეურაცხყოფს, მისი შეურაცხყოფაცაა, რადგან ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი ტავად იყო. შესაბამისად, მისი მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, როგორც საქართველოს, ისე ექსპრეზიდენტის იმიჯზე ცუდ გავლენას ახდენს,“ - აღნიშნავს მარგველაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იმ ფაქტრომა, რომ დაკითხვა skype-თი არის, საფრთხის (დაკავების) შესახებ კითხვები მოხსნა. მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის შესახებაც საუბრობს. „ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის კომენტარები გაიგო, მიიღო და ადეკვატური პასუხები გასცა: ეს არის საკითხები, რომლის შესახებაც პროკურატურას პასუხები აინტერესებს. skype-თი ამის ჩაწერა სრულიად შესაძლებელია,“ - აღნიშნავს მარგველაშვილი.  

კომენტარები