ობამას განცხადება

გიგა ბოკერია: რუსეთის აგრესიას საქართველოს ხელისუფლების უუნარობა ამძიმებს

„აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას კომენტარის ინტერპრეტაციას, საქართველოს ხელისუფლების უუნარობას და თვითონ პრემიერმინისტრის გზავნილს, რა თქმა უნდა, ის ძალები გამოიყენებენ, რომლებსაც რუსეთისკენ შეტრიალება სურთ,“ - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ტაბულას ეთერში, პოლიტიკურ თოქ-შოუ ფოკუსის პირდაპირ ეთერში.

„ჩვენ ამ ძალების და მოქმედი ხელისუფლების ფავორიტი ოპოზიციონერის, ნინო ბურჯანაძის გამოსვლა მოვისმინეთ. მისი გზავნილი იყო ის, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოვა. ბურჯანაძის აზრით, რუსეთთან რეალური დიალოგის დაწყება და მისი ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო. ეს ძალები შეეცდებიან, ქართულ საზოგადოებას უთხრან, რომ ობამას გზავნილი მოწმობს, რომ სხვა გზა არ გვაქვს,“ - აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ბოკერიას აზრით, მთავრი პრობლემა სამეზობლოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა, მაგრამ ამას, ყველაფერს საქართველოს ხელისუფლებაში რწმენის, ნების, კოორდინაციის, კომპეტენციის და თანმიმდევრულობის ნაკლებობა ამძიმებს. 

ბარაკ ობამამ ბრიუსელში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, ახლა ნატო-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან.

კომენტარები