თეორემა

რუსეთის რბილი ძალა

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასთან ერთად საქართველოში პრორუსული ძალების აქტივიზაცია ხდება. ეს აქციები ჯერჯერობით ხალხმრავალი არაა და არც ზოგადად საზოგადოებაში სარგებლობს დიდი მხარდაჭერით, თუმცა მათ ერთ-ერთ აქციას რუსთავის მიტროპოლიტი დაესწრო. ეს აქციები დიდი საზოგადოებრივი ვნებათაღელვის და ხშირ შემთხვევაში ძალადობის თანხლებით მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ აქციაზე პუტინისტებმა ტაბულას ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის მსხვერპლები ხშირად თავად პრორუსული აქციის ორგანიზატორები და მონაწილეებიც ხდებიან.

ეს მაშინ, როცა საქართველო ივნისში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს, სექტემბერში კი ნატოს სამიტზე მაპს ელოდება.

რატომ გააქტიურდნენ პრორუსული ორგანიზაციები საქართველოში და უნდა აიკრძალოს თუ არა მათი საქმიანობა, როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი პიროვნულ და ეროვნულ თავისუფლებას შორის, რას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა და საერთაშორისო პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში, რას გვასწავლის ჩვენი ისტორია - ამას გადაცემის პირველ ბლოკში განვიხილავთ.

კომენტარები