ყირიმის კრიზისი

რომპუი: ევროკავშირი და აშშ მზად არიან რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრონ

ewea.org

რუსეთის მხრიდან ვითარების შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ მზად არიან სანქციები გაამკაცრონ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საშუალებები ავრცელებენ.

რომპუის განცხადებით ევროკავშირსა და აშშ-ს ძლიერი, კოორდინირებული პოზიცია გააჩნიათ და მზად არიან ყირიმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.

ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის ამ ქმედებას "21-ე საუკუნის სირცხვილი" უწოდა. "ჩვენ მას არ ვაღიარებთ. არსებული მომენტისთვის, ვითარების დეესკალაცია წარმოადგენს ნომერ პირველ პრიორიტეტს" – განაცხადა რომპუიმ. 

ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ბარაკ ობამამაც დაადასტურა. მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ მსგავს ქმედებებს განახორციელებს, მისი იზოლაცია გაგრძელდება და სანქციები გაიზრდება. "არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთი თავისი ქმედებების ფასს შეიგრძნობს" – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები