თანაინვესტირების ფონდი

აბესაძე: თანაინვესტირების ფონდის პროექტს სკრუპულოზურად განვიხილავთ

droanews.ge

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე თანაინვესტირების ფონდის იმ პროექტს ეხმაურება, რომლის პირობითი სახელი პანორამა - თბილისია. აბესაძე ამბობს, რომ მერია პროექტს სკრუპულოზურად განიხილავს.

”ჯერჯერობით ეს პროექტი თბილისის მერიაში არ შემოსულა. მშენებლობა განხორციელდება ისტორიულ ზონაში, ლანდშაფტურ ზონაში. რა თქმა უნდა, ძალიან სკრუპულოზური განხილვა იქნება იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც მწვანე ნარგავები და,  მათ შორის, თუ საუბარია მნიშვნელოვან ინვესტიციაზე, ის განხორციელდეს ისე, რომ ქალაქის განვითარების სხვა მნიშვნელოვანი ინტერესები არ შეილახოს”,- აცხადებს აბესაძე. 

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს პირობითი სახელწოდებით პანორამა - თბილისი განახორციელებს. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან.

კომენტარები