თანაინვესტირების ფონდი

ნარმანია: თანაინვესტირების ფონდის ახალი პროექტი მნიშვნელოვანია

mrdi.gov.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია თანაინვესტირების ფონდის იმ პროექტს ეხმაურება, რომლის პირობითი სახელი პანორამა - თბილისია.  ნარმანია ამბობს, რომ ფონდის ხედვა დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

"ძალიან საინტერესოა ახლებული ხედვა, რომელიც დედაქალაქში სასტუმროების კომპლექსის და საბაგირო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით არის შემოთავაზებული. ეს ხედვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ, როგორც ხედვა განვითარების თვალსაზრისით, არამედ სიახლე, რომელიც სხვაგან უნდა დაინერგოს შემდგომში", - აცხადებს ნარმანია.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს პირობითი სახელწოდებით პანორამა - თბილისი განახორციელებს. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე მეორის მოედანი - გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს.

კომენტარები