რა გავლენა ექნება ყირიმის ანექსიას საერთაშორისო წესრიგზე და როგორ შეიცვლება რუსეთისადმი განწყობები დასავლეთში - ამ თემაზე ვესაუბრე პულიცერის პრემიის ლაურეატ ავტორს ან აპელბაუმს, რომელიც ამ დღეებში საქართველოს სტუმრობდა გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესასწავლად.
თეორემას რესპონდენტი სხვადასხვა დროს წერდა ისეთი გამოცემებისთვის როგორიცაა ივნინგ სტანდარტი, ეკონომისტი, სპექტეიტორი, სლეიტი, ამჟამად ვაშინგტონ პოსტისთვის მიმოიხილავს საერთაშორისო პოლიტიკას. 2002-2006 წლებში კი ამ გაზეთის სარედაქციო საბჭოს წევრი იყო - გახსოვთ ალბათ, ეს სწორედ ის მედია ორგანიზაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსყიდულად მიიჩნევს.
ან აპელბაუმთან ინტერვიუს გადაცემის დასაწყისში შემოგთავაზებთ.
დარჩენილ დროს კი ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ინტერვიუს განხილვას დავუთმობთ - გავაანალიზებთ რამდენად ჰგავს ივანიშვილის რიტორიკა ხელისუფლებას ჩამოშორებული მოქალაქის საუბარს, რამდენად ნორმალურია, რომ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდის შვილის სტატუსის მქონე უჩა მამაცაშვილი სახელმწიფოს რაღაც "წილებს" უბრუნებს, ვისაუბრებთ ივანიშვილის მიერ ჯერ განდიდებულ, ხოლო შემდეგ მოძულებულ პრეზიდენტზე და შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას - კარგია, თუ ცუდი ის, რომ ღარიბაშვილს "ორჯერ თქმა" არ სჭირდება.



