პროკურატურა ჟვანიას შესახებ გავრცელებული კადრების ავთენტურობას ადასტურებს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ზურაბ ჟვანიას შესახებ გავრცელებული კადრები ავთენტურია, ვინაიდან მსგავსი კადრები საქმის მასალებში მოიპოვება, - ამის შესახებ ტაბულას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ დოლიძემ უთხრა.  

Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია) 19 მარტს ატვირთეს. ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასდროს დაუდია. 

კომენტარები